|
2023-07-04 11:52:38, 708 ნახვა
საზოგადოება
ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი საქართველოში, მეცხოველეობის სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენელს ჟაკ ფლურის და ჯგუფის პარტნიორი კომპანიის MG Law Officce თანადამფუძნებელს არჩილ გიორგაძეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჟაკ ფლურიმ მინისტრის პირველ მოადგილეს აგროინდუსტრიული ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრანგულ-ქართული აგროინდიუსტრიული ჯგუფის წევრი შპს „დმანისის მეცხოველეობის“ მიერ დმანისის სოფელ ყარაბულახში გახსნილი ფერმის გაფართოების საკითხს. „ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი გეგმავს, საქართველოში, მეცხოველეობის სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რაც გულისხმობს დმანისში არსებული ფერმის გაფართოებას და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებას. აღნიშნული მნიშვნელოვანია მესაქონლეობის სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშწყობისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი „დმანისის მეცხოველეობის“ ფერმა ქართულ-ფრანგული ინვესტიციით 2021 წელს გაიხსნა. ამავე წელს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფრანგულ სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მესაქონლეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს და რომლის შედეგების პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბერში იგეგმება. ამასთან ერთად, 2023 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში დაგეგმილია მეცხოველეობის მასშტაბური გამოფენა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)