10:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 22:49:35, 840 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან გამოითქვა შეშფოთება Georgian Airways დასანქცირების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია Georgian Airways სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით.

ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა უკრაინაში საქართველოს ელჩმაც“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics