|
2023-07-03 10:33:22, 613 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს ოლგა ალგაიეროვას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. „შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის და არსებული გამოწვევების შესახებ ვისაუბრეთ. საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით პროცესებსა და შეთანხმებებში და აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით, მონიტორინგის სისტემების გაძლიერების მიმართულებით, სამრეწველო ემისიების შემცირებისა და კონტროლის ნაწილში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომისიას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. „საქართველოს გარემოს დაცვის მიმართულებით ვალდებულებების შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით, განვიხილეთ არსებული პროგრესი და გამოწვევები. სამინისტრომ მზაობა გამოთქვა სამომავლო რეკომენდაციების შესასრულებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის საქმეში“, - განაცხადა ოლგა ალგაიეროვამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით ამოქმედებულ შემდეგ აქტივობებს - მონიტორინგის სისტემებს, საგზაო ტრანსპორტიდან და სამრეწველო სექტორიდან ემისიების კონტროლს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ორჰუსის კონვენციის პრინციპების განხორციელებაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს წყლის კონვენციის (კონვენცია ტრანსსასაზღვრო წყლის დინებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების შესახებ) თაობაზე.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)