|
2023-07-01 11:09:14, 838 ნახვა
პოლიტიკა
მარია ბურიჩი - ევროპული საბჭო მონდომებულია, რომ ქართველები იყოთ პარტნიორები უკეთესი და მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში
ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა კონფერენცია მიმდინარეობს. „ყველას მადლობას გეტყვით ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაზე დასწრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ასეთი არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს, რომ გამოჩნდეს, რამდენი ქალია აქტიურად ჩართული მშვიდობის საკითხებში გლობალურად და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ქალთა ლიდერობის წარმოსაჩენად. გვჭირდება ქალთა უფრო მეტი ჩართულობა, ორივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორივე, ვიმუშაოთ ერთად და ვაშენოთ მსოფლიო მშვიდობა. ამას თავისთავად ზოგჯერ ახალი როლიც მოაქვს, რასაც ვხედავთ უკრაინელ ქალებთან, როგორ ასრულებენ იმ როლებს, რომლისთვისაც არასდროს იყვნენ მზად, იქნება ეს ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში. ისინი ტოვებენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს, შვილებს, ზოგჯერ სრულიად არადაცულ გარემოში და ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ქალებს, იბრძოლონ მსოფლიო მშვიდობისთვის, კაცობრიობისთვის. ამას ვხედავთ უკრაინელი ქალების მაგალითზე, ავღანელი ქალების მაგალითზე და ყველას სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ ბრძოლაში. ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაც ასევე ერთვება ამ ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვის ბრძოლაში, ვინაიდან, ეს არის მათი ცხოვრების ხარისხის და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ნაწილი. ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფების უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“, - განაცხადა მარია ბურიჩმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)