11:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 20:49:15, 1128 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი ღარიბაშვილს - მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას

რადგან ჩვენი ოპონენტები  არ გეტყოდნენ მადლობას იმისათვის, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დასკვნა დადო იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველანაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული, რათა სანქციების გვერდის ავლის რისკების იდენტიფიცირება მოახდინოს და არ გახდეს ამის ხელშემწყობი ქვეყანა, მე გეტყვით ამისთვის მადლობას,- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ნინო წილოსანის  თქმით, "გამაოგნებელი იყო ოპოზიციის მხრიდან პირველ პირში დაზუსტებით მტკიცება, რომ  საქართველო აპრიორი არის სანქციების თავის არიდების ხვრელი".

„რადგან აქ ოპონენტები სათანადოდ ვერც  მშვიდობას აფასებენ და კმაყოფილებას არც ამაზე გამოხატავენ, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ, რომ ბომბები გვეცემოდეს თავზე, მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სახელით მადლობას, რომ შევძელით - თქვენ და ყველამ ერთად მშვიდობის უზრუნველყოფა იმ პირობებში, როცა ირგვლივ 2022 წლიდან მოყოლებული  ცეცხლის ალში ვართ გახვეული და ამ პირობებში ძალიან რთულია დაიცვა სამშობლო განადგურებისგან, ჩვენი შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, ეს შევძელით",- განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics