11:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 19:58:37, 1036 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი „ოცნებაზე“ - ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა

ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი.

მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიას რიტორიკულ კითხვას უსვამს, თუ ყველაფერი წესრიგშია რატომ მოხდა მისი სასამართლოდან ჩახსნა და რატომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენლებს.

"თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.

და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით და არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს.

ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა.

მაინც დაგამარცხებთ!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics