|
2023-06-30 19:31:10, 1593 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა უმიან მუკუტაძეს 100 წლის, ხოლო ჯეფერ ქამადაძეს 103 წლის იუბილე მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში მცხოვრებ უმიან მუკუტაძეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა. უხუცეს ქალბატონს - 9 შვილი, 28 შვილიშვილი, 73 შვილთაშვილი და 61 შვილთაშვილის შვილი, სულ 170 -ზე მეტი შთამომავალი ჰყავს. როგორც მრავალშვილიან დედას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. დღესვე, ომარ ტაკიძემ, მოადგილე გურამ ზოიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან ერთად, 103 წლის იუბილე მიულოცა სოფელ ნენიაში მცხოვრებ ჯეფერ ქამადაძეს.
ჯეფერ ქამადაძეს 6 შვილი, 17 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი ჰყავს. წლების განმავლობაში მუშაობდა ნენიის და ზამლეთის ამბულატორიაში ექთნად. ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მევენახეობას, მეთამბაქოეობას. ტრადიციებს დღესაც მისდევს ოჯახი.
დღეის მდგომარეობით, შუახევში, 100 წელს გადაცილებული 7 მოქალაქე ცხოვრობს. ინფორმაციასა და ფოტოებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)