11:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 17:04:54, 1147 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სააკაშვილზე - როგორ ლაჩრულადაც გარბოდა აგვისტოს ომის დროს, ისე ლაჩრულად შემოიპარა ქვეყანაში

ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში "ლაჩრულად, მზაკვრული გეგმით შემოვიდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო სისხლის ღვრა და გადატრიალება".

"ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა, ლაჩრულად შემოვიდა ისე, როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ომის დროს, როდესაც გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა მზაკვრული გეგმით, რომ აქ მომხდარიყო სისხლის ღვრა, გადატრიალება და თავისი ილუზიებში ეგონა, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics