|
2023-06-29 22:17:26, 1013 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი აშშ-ს - ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას იმ ფონზე, როდესაც ცდილობენ რბილი ძალის შექმნას დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა სჭირდება, რომელიც უკვე ახლოსაა. "დღეს ისე, როგორც არასდროს გვაქვს თქვენი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიჭერთ მხარს ჩვენი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდშიც. ჩვენ გვჭირდებით, რომ გადავიდეთ ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ახლოსაა. ჯერ ეს წევრობა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გვაქვს უკრაინის და შესანიშნავი ბრძოლის დამსახურებით. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს ნატოში ინტეგრაციისთვის, რომ მივიღოთ უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტია და სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება გარანტირებულია. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას იმ ფონზე, როდესაც ცდილობენ რბილი ძალის შექმნას დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ თავდასხმების პირისპირ, რასაც ვხედავთ ამ ქვეყანაში, რომ ვითარდება. გვჭირდებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენს გვერდით იყონ. გვჭირდება მათი გვერდში დგომა კიბერთავდასხმების პირისპირ, რაც კიდევ ერთი გზაა აგრესიის და ზოგჯერ ეფექტურიც. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს ხვალინდელ დღესაც, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, რის შემდეგაც გამოჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)