2023-06-29 19:24:05, 1087 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ჩვენ დასავლელ ამპარტავნებს ვასწავლით, რომ მუსლიმთა წმინდანების შეურაცხყოფა აზრის თავისუფლება არ არის
შვედეთში ყურანის დაწვა, ისევე როგორც ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ვინც ამას უშვებს აზრის თავისუფლების საფარქვეშ, ვინც თვალს ხუჭავს ამ სისულელეზე, ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი არასოდეს მოიხრის ქედს მუქარის პოლიტიკის წინაშე და დასავლეთს ასწავლის, რომ მუსლიმთა წმინდანების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება
„ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას უძლიერესი ფორმით, ვიდრე ვებრძვით ტერორისტულ ორგანიზაციებს და ისლამის მტრებს. ჩვენ საბოლოოდ ვასწავლით დასავლელ ამპარტავნებს, რომ მუსლიმთა წმინდანების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,