|
2023-06-29 17:16:40, 1602 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - იტალიური Monitor Immobiliare TV ბათუმსა და ოსკაროსან სტადიონს სიუჟეტს უძღვნის და თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს
იტალიური Monitor Immobiliare TV ბათუმს და ოსკაროსან სტადიონს სიუჟეტს უძღვნის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. თორნიკე რიჟვაძემ იტალიურ ტელეარხს Monitor Immobiliare-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ტურიზმის, ეკონომიკის, განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. "მოხარული ვარ, რომ მოხდა ბათუმის და ბათუმის სტადიონის აღიარება მაიამის მსოფლიოს უძრავი ქონების კონგრესზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის შრომა, რომელსაც მთელი გუნდი ეწევა ამდენი წლის მანძილზე და ის მთავარი მიზანი, ავაშენოთ მდგრადი ქალაქი და რეგიონი, შედეგს იღებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ბიზნესი და საჯარო ინსტიტუტები ოპერირებენ და იფუნქციონირებენ ეფექტიანად. ბათუმის ტრანსფორმაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის მშენებლობა და უძრავი ქონების აქტივები ახლა საკმაოდ ნათელია. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის, პოსტ-პანდემიური პერიოდი დიდი გამოწვევა იყო და ამავდროულად, წარმატების მომენტიც, რადგან ტურისტულმა დინამიკამ აღდგენა დაიწყო. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენს ქალაქსა და რეგიონში იმაზე 10-ჯერ მეტ ვიზიტორს ვმასპინძლობთ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა. მთავარი დატვირთვა მაინც ბათუმზეა. ველოდებით წარმატებულ სეზონს, იმას რომ აჭარა 4 სეზონის დასასვენებელ მიმართულებად ვაქციოთ", - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე იტალიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)