|
2023-06-29 15:40:53, 936 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა დადებითად შეფასდა და შედეგად, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები
ევროკავშირიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მაღალი რანგის პოლიტიკური წარმომადგენლების დელეგაციის ვიზიტი და საქართველოსთვის გადახდილი მადლობა იყოს იმის დადასტურება, რომ ჩვენ მჭიდროდ და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯიმ ო'ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის კომენტარისას განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, "დადებითი შეფასებებით სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი ნაბიჯები". „ჩვენ რასაც ველოდით, ეს დადასტურდა ჩვენი სტუმრების მხრიდან. მათ აღიარეს, კონკრეტულად შეაფასეს და მკაფიო განცხადებები გააკეთეს იმ პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შედეგად, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები. საქართველო არის პარტნიორთა მნიშვნელოვანი მოკავშირე. იცით, რომ უშუალო საზღვარი გვაქვს რუსეთთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ კუთხით ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, ამ ფონზე ოპოზიციის განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ოპოზიციას აქვს მკაფიო მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის წარმატების ხელის შეშლის და ეს პოზიციები მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტთან მიმართებაშიც გამოიკვეთა. „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არ უხარია ქვეყნის წარმატება და პროგრესი. ის დადებითი შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ოპოზიციისთვის მტკივნეული აღმოჩნდა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, ორი დღის განმავლობაში ძალიან დეტალური სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა დელეგაციის წევრებთან, რომელთაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია, თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის რისკების შემცირება, ზოგადად, სანქციების აღსრულების პროცესი და ამ პროცესში რამდენად მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან. მისივე განცხადებით, პერიოდულად ხდება ხოლმე პარტნიორებთან ინფორმაციის გაზიარება, ურთიერთგაცვლა, მათ შორის კომპეტენციის გაზრდის კუთხით, რაც თანამშრომელთა დატრენინგებას გულისხმობს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)