19:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 15:06:53, 914 ნახვა

საზოგადოება
ვაკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ღონისძიებას - „დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ“ უმასპინძლებს

დედაქალაქის მერიის პროექტის - „თბილისი - მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში, 30 ივნისს და პირველ ივლისს, მედია ხელოვნების ქალაქ ვიბორგთან თანამშრომლობით, ღონისძიება „დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ“ ჩატარდება.  

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ორ მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციის კონვენციასა“ და გაერო-ს „2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმას“ ეხმიანება.

"პროექტი, რომლის მხარდამჭერია დანიის საელჩო საქართველოში, ბავშვებსა და მოზარდებში გარემოს დაცვის მიმართულებით, ხატვისა და ტექნოლოგიების ჩართულობით, სხვადასხვა ნამუშევრის შექმნას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, თავისუფალი დასწრებისა და წინასწარი ჩაწერის მეთოდით, სამი ასაკობრივი ჯგუფი  შეიქმნება. მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოპები ეკოლოგიაზე, ეკომეგობრულ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ურთიერთქმედებაზე.

ხატვის ვორქშოპებს ჩაატარებს ილუსტრატორი/ანიმატორი ანა ჩუბინიძე, მოწვეული მომხსენებლები კი სანდრო ასათიანი და დათო გორგილაძე იქნებიან. ბავშვების ნამუშევრებით შეიქმნება ანიმაცია, რომელიც სექტემბერში, ვიბორგში დაგეგმილ ფესტივალზე გამოიფინება.

ვორქშოპები, რომელსაც ვაკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა უმასპინძლებს, ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით: 11-13  წლის ბავშვებისთვის - 30 ივნისი, 16:00 საათი; 5-7 წლის ბავშვებისთვის - პირველი ივლისი, 12:00 საათი;  8-11 წლის ბავშვებისთვის - პირველი ივლისი, 16:00 საათი.

პროექტი „დახატე დანიასთან ერთად“ 2020 წელს დაიწყო და მისი მიზანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვაა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics