|
2023-06-29 12:07:05, 1006 ნახვა
პოლიტიკა
DRI - ახალგორის სკოლებში, სადაც ადრე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ჩხრეკა ჩატარდა
დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურმა 13 ივნისს ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა. აღნიშნულ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს. DRI-ის ცნობით, ჩხრეკა უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ერთდროულად ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. "ამოიღეს დოკუმენტები, სახელმძღვანელოები; მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ტელეფონები, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს. სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა, მხოლოდ იმ სკოლებს შეეხო, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე",- აღნიშნავენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში. DRI აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. "ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ახალგორის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და სასწავლო პროცესში უკანონო ჩარევის აღკვეთისათვის და ახალგორის და გალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების უფლების აღდგენისთვის",- აცხადებენ ორგანიზაციაში.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)