|
2023-06-29 12:14:59, 1123 ნახვა
პოლიტიკა
TI - 2022 წელს პარლამენტში სიტყვით 126-მა წევრმა ისარგებლა, 18 დეპუტატს განცხადება არც ერთხელ არ გაუკეთებია
2022 წელს პარლამენტში სიტყვით 126-მა წევრმა ისარგებლა, 18 დეპუტატს განცხადება არც ერთხელ არ გაუკეთებია, - აღნიშნულის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი); სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93); სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი); პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა); საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე დაიხარჯა 1,739,782.93 ლარი; პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი; გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52-მა წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა სადეპუტატო კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან. TI-ს ანგარიშის მიხედვითვე, 2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობაც. "2022 წელს ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოს მიერ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა იყო. 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის წარმართვა პარლამენტმა ითავა, შექმნა სამუშაო ჯგუფები და წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივები. რეკომენდაციების შესრულების მიზნით განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საპარლამენტო კონტროლისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესის საკმარისი ინკლუზიურობა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა; მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, საკანონმდებლო დონეზე მოხდა საპარლამენტო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება, პარლამენტი არ დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისთვის საკმარისი მაკონტროლებელი ფუნქციების მინიჭებისა და მისი ფუნქციური გაძლიერებისთვის. პირიქით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას, რისი მაგალითიცაა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში; 2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს; 2022 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და ვეტო დაადო ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონპროექტს, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია; პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარსდგა 3-ჯერ; 12-ჯერ ჩატარდა მინისტრის საათი; ჩატარდა 7 ინტერპელაცია; შეიქმნა 15 თემატური მოკვლევის ჯგუფი",- აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)