09:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 10:35:50, 1123 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სანაპირო დაცვა - „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

წყალქვეშა ნავის "ტიტანის" ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანაპირო დაცვის ცნობით, ადამიანის სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

ფრაგმენტები, რომელიც ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ნავის აფეთქების შემდეგ დარჩა, ოთხშაბათს, კანადაში, სენტ-ჯონსში ჩამოტვირთეს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნამსხვრევებს შორის წყალქვეშა სადესანტო ჩარჩო და უკანა საფარი იპოვეს.

სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) ხელმძღვანელის, კაპიტან ჯეისონ ნოიბაუერის თქმით, "ტიტანის" კატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი.

შეგახსენებთ, კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ნავი "ტიტანი", რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.

ბორტზე 5 ადამიანი - 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი 19 წლის შვილი სულეიმანი, 61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე იმყოფებოდნენ.

"ტიტანის" სამძებრო ღონისძიებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წყალქვეშა ნავის გაუჩინარების მიზეზად აფეთქება დასახელდა და ბორტზე მყოფი ხუთივე პირი დაღუპულად გამოცხადდა.

ბრიტანული სამგზავრო გემი "ტიტანიკი" 1912 წელს, პირველი მოგზაურობისას, აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. კატასტროფას 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics