2023-06-28 22:45:31, 1240 ნახვა
მსოფლიო
კლევერლი - შვედეთი უნდა შეუერთდეს ნატოს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს
ბრიტანეთი შვედეთის ნატოში სწრაფად გაწევრიანების მოთხოვნას გააგრძელებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.
კლევერლიმ შვედ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მათ მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.
„შვედეთი უნდა შეუერთდეს ნატოს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,