09:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 17:19:31, 915 ნახვა

მსოფლიო
დანილოვი - პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან

დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები არ იყო სპექტაკლი და აღნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებამ მსოფლიოს დაანახა, რომ პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი.

"ვერ დაგეთანხმებით, რომ პრიგოჟინის აჯანყება იყო სპექტაკლი, ეს იყო ნამდვილი სამხედრო მოქმედება. ეს იყო სიტუაცია, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი.

თავად პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა... ეს დღეს სავსებით გასაგებია, მისი სურვილი არ იყო, რომ სადმე წასულიყო, მას აშკარად აკონტროლებენ", - განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, 24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

გუშინ, 27 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა.

The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics