19:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 16:25:54, 816 ნახვა

საზოგადოება
მაია ბითაძე - ცვლილებების მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის გარეშე ყოლა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და წერს, რომ ცვლილებების მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი, სადაც მეპატრონეს შესაძლებლობა ექნება ძაღლი საბელის ან ალიკაპის გარეშე ყავდეს.

როგორც მაია ბითაძე განმარტავს, ძალაში რჩება საბელის ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის გამოყენება.

,,საქართველოს პარლამენტმა, სამი მოსმენით, მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა. ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის, ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე კი, პასუხისმგებლობა მკაცრდება. ხაზგასასმელია ფაქტი, რომ ძალაში რჩება საბელის, ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი - ან საბელი, ან ალიკაპი. მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში, ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების, ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ, ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა,’’ - წერს მაია ბითაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics