20:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 14:12:09, 732 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სტუმრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად უნგრეთის ეროვნულ პოლიციას ესტუმრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო საპოლიციო დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ვახტანგ გომელაურმა ასევე მოინახულა უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ოპერაციების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს.

„ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური, დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე ეწვია უნგრეთის კონტრ-ტერორისტულ ცენტრს და დეტალურად გაეცნო ინფორმაციას ცენტრის საქმიანობის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური უნგრელ კოლეგას - შანდორ პინტერს უკვე შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს შანდორ პინტერმა უმასპინძლა. შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics