03:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 13:16:57, 1017 ნახვა

პოლიტიკა
NGO-ები - EU-ის 12 რეკომენდაციიდან 1 სრულად, 5 კი ნაწილობრივ შესრულდა, 4 კიდევ შესასრულებელია

„ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ანგარიში წარადგინა.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ცნობით, დოკუმენტი ხელისუფლების მიერ 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს აფასებს და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

"სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით  მცირე, თუმცა არასაკმარისი  პროგრესია"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დოკუმენტის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული მხოლოდ 1 პუნქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას ეხება.

მეტწილად არის შესრულებული 2 პირობა - გენდერული თანასწორობა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 5 პირობა კი ნაწილობრივაა შესრულებული: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, ანტიკორუფციული ზომები, დამოუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო ინსტიტუციური რეფორმები. ხოლო შესასრულებელია 4 რეკომენდაცია: დეპოლარიზაცია, დეოლიგაქრიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება",- აღნიშნულია დოკუმენტში.

მათივე ცნობით, სტატუსმეტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.

"დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: "ღია საზოგადოების ფონდი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "სასამართლოს გუშაგი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საფარი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics