|
2023-06-28 10:32:42, 1063 ნახვა
საზოგადოება
DRI - ბექა გრიგორიადისის დაჯარიმება გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის 800 ლარით დაჯარიმებას სოციალურ ქსელში უხამსი ფორმით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია. როგორც DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ორგანოების მისამართით სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის უხამსი ფორმით გამოხატვის გამო მოქალაქეები სამართალდამრღვევებად ცნეს. „გამოხატვის თავისუფლების ამ მასშტაბით შეზღუდვა, რასაც თან ახლავს დაკავება და დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმა, აუცილებლად გახდება კრიტიკული აზრის რეპრესირების ინსტრუმენტი. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომლის თანახმადაც, სოციალურ ქსელში უხამსი/შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამების გავრცელება არ იქნა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებულ ქმედებად, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გამოხატვა არ ისახავდა უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონი, რომელიც სოციალური ქსელის გამოყენების შემთხვევაში, დააწესებდა სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას უხამსობასთან დაკავშირებით, არ შეიძლებოდა დამდგარიყო პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ბექა გრიგორიადისის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კანონიერების საფუძვლებთან, საქართველოს კანონთან „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და საქართველოს სააპელაციო სასამართლო პრაქტიკასთან. აუცილებელია საქართველოს სასამართლოებმა, მით უფრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მეტი ყურადღება მიაქციონ კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია საფრთხე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მსუსხავ ეფექტს იქონიებს სოციალურ ქსელებში აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და დროთა განმავლობაში სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის თვითცენზურის დაწესების წინაპირობად გარდაიქცევა“,- აღნიშნულია განცხადებაში. DRI-ის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო სამართალწარმოების დაწყება და სასამართლოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრების გაზიარება - განსხვავებული აზრის დევნის საგანგაშო მაგალითია. ორგანიზაციაში ასევე მიიჩნევენ, რომ გრიგორიადისის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების მსგავსი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებით შეუძლებელი გახდება გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხის სტანდარტით დაცვა. ცნობისთვის, გუშინ 27 ივნისს, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს - მოსამართლემ პოლიციის ნაწილი დარღვევად არ მიიჩნია, თუმცა მიიჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მამამ Facebook-ის პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და ის ამ ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)