|
2023-06-28 10:29:00, 1141 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით ელვარეს ელექტრო კაბელების ქართული საწარმო ფუნქციონირებს
ბაზისბანკი, ელვარეს დაფუძნების დღიდან მისი აქტიური მხარდამჭერი და ფინანსური პარტნიორია, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და საქართველოში დამზადებულ ელექტრო კაბელებს აწარმოებს. ელვარე არის პირველი საწარმო, რომელმაც CE მარკირება მიიღო, რაც ევროპული ხარისხის დადასტურებაა და IEC-ს საერთაშორისო სტანდარტებთან პროდუქციის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. კომპანია არის რეგიონში RoHS სერტიფიკატის მფლობელი კაბელის მწარმოებელი პირველი კომპანია. ელვარეს ჩამოყალიბების და განვითარების ისტორია არის როგორც ბაზისბანკის, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის გამორჩეული მაგალითი. „ბაზისბანკთან მჭიდრო პარტნიორობამ და მათი გუნდის მიერ მუდმივმა მხარდაჭერამ, შესაძლებლობა მოგვცა ფაქტიურად ნოლიდან შექმნილიყო ჩვენი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზებითა და დანადგარებით. დღესდღეობით გვაქვს წარმოება, სადაც კომპიუტერული ავტომატიზირებული სისტემები აკონტროლებენ პროცესს მილიმეტრის მეასედის სიზუსტით. ბაზისბანკი ყოველთვის ხელს უწყობდა ელვარეს განვითარებას და ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - აცხადებს ენ ერ ჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი, მამია მოცრაძე. „ბაზისბანკი, ელვარეს დაფუძნების დღიდან მისი აქტიური მხარდამჭერია. კომპანიის მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომითა და ბანკის ჩართულობით შევქმენით თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, რომლის მიერ წარმოებული ელექტრო კაბელი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ელვარეს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაღალტექნოლოგიური წარმოება და მენეჯმენტის უკომპრომისო ერთგულება ხარისხის მიმართ, უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას ადგილობრივ ბაზარზე და ქმნის საერთაშორისო ბაზარზე განვითარების მყარ საფუძველს“, - ამბობს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია. ბაზისბანკის და ელვარეს პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)