|
2023-06-27 17:32:31, 1040 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი არ დაფიქსირებულა
შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურად მიეწოდათ ინფორმაცია იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადადგა ქვეყანამ და რომელსაც მომავალში გააგრძელებს ამ მიმართულებით,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სანქციების ჯგუფის წამრმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ საქართველოს გავლით რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი. "შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურად მიეწოდათ ინფორმაცია იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადადგა ქვეყანამ და რომელსაც მომავალში გააგრძელებს ამ მიმართულებით. საქართველოში მას შემდეგ, რაც ჩვენს რეგიონში დაიწყო საომარი მოქმედებები, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველოს გავლით რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი. შესაბამისად, საქართველო ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრეთ მომავალში კიდევ უფრო როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ვფიქრობ, ვიზიტი იქნება ძალიან საინტერესო, რადგან პარტნიორები საკუთარი თვალით ნახავენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს. საქართველო გააგრძელებს იყოს ერთგული იმ პრინციპების მისამართით, რომელიც იქნა აღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ საერთაშორისო პარტნიორობის, თანამეგობრობასთან ერთად ძალიან აქტიურად იმუშავებს იმ საერთაშორისო ფინანსური სანქციების მიმართულებით და იქნება მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს პარტნიორებთან",- განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 26 ივნისს, საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო'ბრაიენს და კუმარ იერს უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)