04:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 14:53:50, 921 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ყველაფერ იმას ვგულშემატკივრობ, რაც რუსეთს დაასუსტებს და ეს ძალიან მალე მოხდება

რუსეთში, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების დროს რაც  ყველაზე მყარად გამოჩნდა ეს არის ის, რომ ხელისუფლება გულშემატკივრობდა სტატუს-კვოს,- აღნიშნულის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეკანოიძეს თქმით, სტატუს-კვოს გულშემატკივრობა ნიშნავს, რომ "ვუგულშემატკივროთ იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელიც მათ შორის არის უკრაინაში".

„პუტინი დასუსტდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება რუსეთში აუცილებლად მოხდება. მე ვგულშემატკივრობ ყველაფერ იმას, რაც ასუსტებს რუსეთს, რაც დაასუსტებს რუსეთს და ეს ძალიან მალე მოხდება. თქვენ კი, იმაზე უნდა იფიქროთ, რომ სტატუს-კვოს გულშემატკივრობა გამოჩნდა იმ სიჩუმეში, რაც დღენახევრის განმავლობაში ხდებოდა",- განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics