04:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 11:56:40, 788 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - 9 წლის წინ საქართველო EU-ის ასოცირებული წევრი გახდა - სტაგნაციის შემდეგ, ეს ჩვენი და საზოგადოების ძალისხმევის შედეგია

ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

პრემიერის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ქართველ მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ.

„ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ვაჭრობის მუდმივად მზარდ დინამიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.

ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა.

გასული წლის 3 მარტს ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს.

ამ პროცესის გაგრძელება იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება; პირველად ჩვენს ისტორიაში, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

მანამდე, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, 10 წელზე ნაკლებ დროში მიღწეული ეს მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა”,- წერს ღარიბაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics