11:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 10:42:57, 1230 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი - უნგრეთი უკრაინის EU-ში გაწევრიანებას მოაწერს ხელს, თუ წევრები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს, თუ ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

იოზვიაკი წყაროს ვინაობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ უნგრეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა.

„ერთი სცენარი, რომელიც ახლახან ევროკავშირის ოფიციალური პირისგან მოვისმინე, არის ის, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას ხელს მოაწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან",- ამბობს იოზვიაკი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სამუშაო აქვს ქვეყანას.

"კანდიდატი ქვეყნებისთვის მოლდოვასა და უკრაინისთვის შემდეგი ეტაპი გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა იქნება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს ყოფნას იქ, სადაც მოლდოვა და უკრაინა არიან ახლა: წევრობის ოფიციალური კანდიდატები.

გასულ კვირას წარმოდგენილი ანგარიშიდან თუ ვიმსჯელებთ, სამეულს აქვს უამრავი საშინაო დავალება მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც აშკარად ჩამორჩება",- ამბობს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი.

ცნობისთვის, ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინამ 7 პრიორიტეტიდან 2 შეასრულა, მოლდოვამ - 9-დან 3,  საქართველომ კი 12-დან 3.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics