|
2023-06-26 22:52:51, 779 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. ცვლილებები დღეს დეტალურად განიხილეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, რომელზეც შესაძლებელი გახდა მაქსიმალური ბალანსის მონახვა პაციენტის, სამედიცინო დაწესებულების, თუ ექიმის ინტერესებს შორის. დეტალებზე მუშაობა გრძელდება, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილება და საბოლოო სახეს მიიღებს კანონპროექტი, რომელიც მოემსახურება როგორც სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული ბიზნესის, ისე თითოეული პაციენტის ინტერესებს. რაც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, იგი საშუალებას მისცემს თითოეულ ავტორს, თუ ავტორ-შემსრულებელს, მათზე თანაბარ, სამართლიან პირობებში გადანაწილდეს ჰონორარები და უზრუნველყოფს როგორც მათი, ისე მომხმარებლის უფლებების სათანადო დაცვას. უმრავლესობის სხდომაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)