05:43 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 16:40:41, 940 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ტექნოპარკში „ჰაკათონი Smart city ზუგდიდი“ გაიმართა

ბაზისბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით „ჰაკათონი Smart city ზუგდიდი“ გაიმართა.

ღონისძიებამ საქართველოს მასშტაბით ურბანისტები, არქიტექტორები, პროგრამისტები, ინჟინრები, დიზაინერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა, რომლებმაც 2 დღის განმავლობაში Smart city-ს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე იმუშავეს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს მათ მიერ მომზადებული იდეები და პროტოტიპები. 

ღონისძიების გამარჯვებული გახდა გუნდი Track Life ზუგდიდიდან, რომელსაც ბაზისბანკისგან 1,000 ლარის ოდენობით ჯილდო და სამახსოვრო ბრენდირებული ატრიბუტიკა გადაეცა.

„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ახალგაზრდა თაობის განათლებისა და ინოვაციური აქტივობების მხარდაჭერა. ჰაკათონი, გარდა პროფესიული დატვირთვისა,  ვფიქრობ ხელს უწყობს გამოცდილების მქონე პროფესიონალებსა და იმ ახალგაზრდებს შორის ურთიერთკავშირს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ პროფესიაში და ქმნიან თავიანთ პირველ პროდუქტს. ჩვენ მომავალშიც ვიქნებით ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერი და მათთან ერთად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მათი განათლებისა და წახალისების მიმართულებით", - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics