19:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 16:13:23, 1299 ნახვა

ომი უკრაინაში
ავსტრალია უკრაინას 73.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ავსტრალია უკრაინას 73.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა.

დახმარების ახალი პაკეტი 70 სამხედრო მანქანას, 14 სპეციალური ოპერაციების მანქანას, 28 სატვირთოსა და 14 ტრაილერს მოიცავს.

"ეს დამატებითი მხარდაჭერა რეალურ ცვლილებებს მოახდენს და დაეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული და ამორალური ომის წინაშე დიდი გამბედაობის გამოვლენას განაგრძობს", - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics