|
2023-06-25 17:17:11, 789 ნახვა
მსოფლიო
WP - შეერთებულმა შტატებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდა, რომ პრიგოჟინი შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა
ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდნენ, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post-ი რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის გარანტიით უთხრა, "ვაგნერის" დამფუძნებლის ზუსტი გეგმები და მოქმედების ზუსტი დრო უცნობი იყო მანამ, სანამ ევგენი პრიგოჟინის ტანკები რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვისკენ არ წავიდნენ. წყაროს თქმითვე, ამის მიუხედავად, „იყო საკმარისი სიგნალები საიმისოდ, რომ ხელისუფლებისთვის გვეთქვა - რაღაც მოხდება". წყარო გამოცემას ასევე ეუბნება, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში, გაუკრვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას და რა გავლენას მოახდენდა ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება რუსეთის ბირთვულ არსენალზე. როგორც The Washington Post-ი წერს, დაზვერვის ინფორმაციის შესახებ პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებული იყვნენ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)