|
2023-06-25 14:10:07, 1320 ნახვა
მსოფლიო
WSJ - აშშ „ვაგნერის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გადადებს
ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, გადადოს ახალი სანქციების დაწესება კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისმა მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა კრემლის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. როგორც WSJ -ს საკითხზე ინფორმირებულმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს არ სურს, რომ პრიგოჟინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპირისპირებაში მხარედ გამოჩნდეს. "ვაშინგტონს არ სურს ისე გამოიყურებოდეს, თითქოს მხარეს იჭერს",- ამბობს წყარო გამოცემასთან. WSJ წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრიკაში ვაგნერის ოქროს ბიზნესზე საქნციების გამოცხადებას სამშაბათს, 27 ივნისს გეგმავდა. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)