|
2023-06-25 13:40:20, 812 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული - ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები დერადიკალიზაციისკენ, ეს პუნქტი ვერ შესრულდება
დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები დერადიკალიზაციისკენ რა თქმა უნდა ეს პუნქტი ვერ შესრულდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს რა თქმა უნდა ამით ღვივდება პოლარიზაცია. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან რაც არის შესაძლებელი, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება“,- აღნიშნა კობახიძემ. პარტიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგიდან მოიხსნება, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ მიიღებენ. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას - ამაზე ჩვენ კანონი გვქონდა შემუშავებული. ორი მოსმენით მივიღეთ, მესამე მოსმენით ჯერ-ჯერობით არ ვიღებთ. დაველოდებით დეკემბრისთვის ევროპული საბჭოს პოზიციას და ამის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ამა თუ იმ ფორმით მოიხსნება ეს საკითხი 12 პუნქტიდან, ევროკავშირის დღის წესრიგიდან, ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ, მაგრამ თუ დარჩება ძალაში მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე რაც თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას, ამ შემთხვევაში მოგვიწევს კანონი მიღება, თუმცა დეკემბრამდე რა თქმა უნდა ეს საკითხი არ განიხილება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)