11:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 13:33:30, 902 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო პრეზიდენტმა - უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია მთავრობა

რაც შეეხება, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი -  ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას.

კობახიძის თქმით, დამტკიცდა, რომ ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი "სისულელეს ითხოვდნენ". 

„მსოფლიოში არავის მოუწვევია უსაფრთხოების და უშიშროების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ წარიმართა და ამ სისულელეს ითხოვდა გუშინ მთელი ოპოზიცია.

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და მან უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც, გადაწყვეტილებების მიღებაზე ამ თემებთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელია არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა.  წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს საქართველოს პრეზიდენტმა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ, 24 ივნისს რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ლიდერები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics