|
2023-06-25 12:14:49, 1067 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება - ის ბელარუსში გაემგზავრება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება. როგორც პესკოვი ამბობს, "ვაგნერი" საველე ბანაკებში ბრუნდება, პრიგოჟინი კი, ბელარუსში გაემგზავრება. "დილით სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს შორის. სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება. ლუკაშენკომ თავად შესთავაზა მოლაპრაკებებში ჩართვა პუტინს. ამან შედეგი გამოიღო და "ვაგნერელებმა" უკან დაიხიეს, დაბრუნდნენ სამხედრო ბაზებზე. სამხედრო ამბოხის გამო, პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება. მიღებულია შეთანხმება, რომ "ვაგნერი" საველე ბანაკებში დაბრუნდება და პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება. იმის გარანტია, რომ პრიგოჟინი ბელარუსში გამგზავრებას შეძლებს, პრეზიდენტის მიერ მიცემული სიტყვაა",- აცხადებს პესკოვი. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)