|
2023-06-24 12:24:15, 997 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი: ჩვენ ვხედავთ რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის აჯანყებაზე და თქვა, რომ „უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია“. მისი თქმით, მოვლენები ვითარდება იმ სცენარის მიხედვით, რაზეც უკრაინის ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში საუბრობდა. "უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია, გააღრმავა შიდა განხეთქილება, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში დამარცხების შემდეგ. დღეს ჩვენ რეალურად მოწმენი ვართ სამოქალაქო ომის დაწყების. პრიგოჟინის ჯგუფი იპყრობს სამხედრო ობიექტებს, შტაბებსა და მთელ ქალაქებს, გზაზე თითქმის არ აწყდება წინააღმდეგობას, აიარაღებს შემთხვევით ჯარისკაცებსა და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და შესაბამის ბრძანებებს უცხადებს სპეცსამსახურებს, მაგრამ არაფერი ხდება - მმართველობის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. პარალელურად ვაგნერი აგრძელებს ლაშქრობას მოსკოვისკენ. უკრაინა აგრძელებს საკუთარი გზით სვლას. 1991 წლის საზღვრამდე." - აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)