|
2023-06-24 10:17:30, 1054 ნახვა
ეკონომიკა
სამხრეთ კორეაში, გამოფენაში „Seoul Wine and Spirits Expo 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინოს 14 კომპანია წარადგენს
კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, 22 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Seoul Wine and Spirits Expo 2023” გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ინტენსიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალი სტაბილური და პერსპექტიული ბაზრების მოძიების მიმართულებით; ვფიქრობთ, რომ სამხრეთ კორეის ბაზარი არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, რომელიც გამოფენის „Seoul Wine and Spirits Expo 2023” გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თარაშ პაპასქუასთან ერთად დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ტიპის მასშტაბურ გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. „სამხრეთ კორეა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია, სადაც სწორი მარკეტინგული სტრატეგიისა და მიზნობრივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება ხელშესახები წარმატების მიღწევა. გამოფენის მიმდინარეობისას ნათლად ჩანს, რომ დიდია დაინტერესება როგორც უშუალოდ ქართული ღვინით, ისე ისტორიითა და კულტურით. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტი სამხრეთ კორეაში მზარდია, თუმცა რესურსი დიდია და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მაჩვენებლების ზრდის რეალური პერსპექტივა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. „Seoul International Wine & Spirits Expo“, თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში. მიმდინარე წელს გამოფენა 22-დან 24 ივნისის ჩათვლით იმართება. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა. გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია, სადაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ ქართული წითელი და ქვევრის ღვინოების მიმართ. „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“-ზე ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მეღვინეები აღნიშნულ გამოფენაში 2019 და 2022 წლებში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად, გამოფენაში მონაწილე კომპანიები შვიდს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი, ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)