|
2023-06-23 17:32:58, 1060 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების საკითხების მდივნის მოადგილესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) ბირთვული უსაფრთხოების საკითხების მდივნის მოადგილესა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან - ჯილ ჰრუბისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწეული შედეგები, განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი. „ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში შესაძლებლობების გაძლიერება სამინისტროსთვის, როგორც ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებელი უწყებისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მან ასევე ისაუბრა ქბრბ მასალების გამოვლენისა და საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების მიმართულებით საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომუშავე დანაყოფების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, ჯილ ჰრუბიმ მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)