06:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 14:06:03, 775 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - ჩავთვალოთ, პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც გვარამია ამკობდა

შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. 

როგორც ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეწყალების გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის იმიჯს " ძალიან დიდ დარტყმას" აყენებს.

"მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა, პირველ რიგში, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს, ღირსებას. ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველნი. ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება და მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რომ რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეფასებაც უნდა იყოს ანალოგიური. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს უწოდებ რეზიდენტს, ვფიქრობ, რომ მაშინ შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია",- ამბობს ღუდუშაური.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics