12:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 10:30:41, 1127 ნახვა

მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლაჩინის დერეფანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. 

48 ხმით 16-ის წინააღმდეგ ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, შეფერხებულია ხალხისა და საქონლის თავისუფალი, უსაფრთხო გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით და მოუწოდა ბაქოს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ირლანდიელი დეპუტატისა და PACE-ის წარმომადგენლის, პოლ გავანის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებისას ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს აქვს „პასუხისმგებლობა, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ცხოვრობს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. 

"მივიღე დადასტურებული ინფორმაცია ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა გზის ორივე მხარეს დაამონტაჟა ბეტონის ბარიერები, რის გამოც მანქანების მოძრაობა შეუძლებელია. ძალიან დამთრგუნველია ამ ამბის მოსმენა დღეს, როდესაც ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ",- განაცხადა პოლ გავანმა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ აზერბაიჯანს, მიიწვიოს ევროპის საბჭოს დელეგაცია ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში ფაქტების დადგენის მისიით.

"იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დაავალა აზერბაიჯანს, სასწრაფოდ მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით. ასამბლეა მოუწოდებს აზერბაიჯანს, სასწრაფოდ შეასრულოს ეს ბრძანება. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლეა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას, მიიჩნევს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასასრულისკენ.",- აღნიშნულია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რომ, 2023 წლის  23 აპრილს, აზერბაიჯანმა გზაზე საგუშაგო განათავსა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არსებითი იყო იმის გამო, რომ სომხეთის მიერ იარაღის ტრანსპორტირების მარშრუტი გამოიყენა.

26 აპრილს, ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ეს ქმედებები მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების აშკარა დარღვევაა, რომელიც ავალდებულებს აზერბაიჯანს, უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფანში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილმა ვითარებამ, რუსეთის მხრიდან შეშფოთება გამოიწვია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 2020 წელს შუამავლობდა.

აზერბაიჯანი „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით მოძრავი პირების, მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხოების გარანტიას“ 2020 წელს დათანხმდა, ამასთან, სომხეთის მხარე აცხადებს, რომ გზის დასაწყისში საგუშაგოს დაყენება ამ ვალდებულებებს არღვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics