|
2023-06-23 10:06:20, 1281 ნახვა
მსოფლიო
Reuters - გაერომ რუსეთი, უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა
გაერომ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის „შავ სიაში“ შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის აღნიშნული ქმედება დაგმო. „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა სკოლებსა და საავადმყოფოებზე. მათ ასევე 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს“,- აღნიშნულია გაეროს ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში ასევე დაადასტურებულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს 80 ბავშვი, დაასახიჩრეს 175 ბავშვი და განახორციელეს 212 თავდასხმა სკოლებსა და საავადმყოფოებზე, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არიან დამნაშავეთა მსოფლიო სიაში. Reuters-ის ცნობით, გუტერეშმა თავის მოხსენებაში თქვა, რომ „განსაკუთრებით შოკირებულია“ მოკლული და დასახიჩრებული ბავშვების დიდი რაოდენობით და რუსეთის შეიარაღებული ძალების სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმებით. გამოცემის ცნობითვე, ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)