22:30 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 10:11:53, 694 ნახვა

საზოგადოება
„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანია მზად არის, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს

"ჯორჯიან მანგანეზი" მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჯორჯიან მანგანეზის" არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.

კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.

​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 

15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან.

16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა  თვალები ამოიკერა.

19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics