|
2023-06-22 22:19:27, 655 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი გვარამიას შეწყალებაზე - ეს აქტი მიმართულია არა კონკრეტული ადამიანის თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ
პრეზიდენტის ეს აქტი მიმართულია არა კონკრეტული ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის არამედ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. "მნიშვნელოვანია, რომ ფაქტი დადგა - ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. იქნება ეს ნიკას მეგობრები თუ უბრალოდ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი რომ გყავს დატყვევებული ისე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ან ევროკავშირში არ მიგვიღებენ, ორჯერ ორია. ასევე წინ გვაქვს სერიოზული ბრძოლები და ასევე ცხადია, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ ჰომ ევროპარლამენტარების ევროპულ რეზოლუციებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან პირდაპირ განცხადებებს, იგივე ნიკა გვარამიას თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიშა სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შესაბამისად, გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდა. მძიმე ღამე აქვს ახლა რუსულ ოცნებას, მესმის, ძალიან მძიმე დღეში არიან... პრეზიდენტის ეს აქტი მიმართულია არა კონკრეტული ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის არამედ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)