06:44 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 20:45:07, 609 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება

„პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა“, - განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა. 

მისივე თქმით, დაუყოვნებლივი შემოწმების დროს,  რეგულირების სააგენტოს, კლინიკაში, რეალური სურათი ხვდება, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დრო კი არსებული მდგომარეობის გამოსწორების საშუალებას იძლევა და რევიზია-კონტროლის ჯგუფს აბსოლუტურად შეცვლილი სურათი ხვდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი სწორედ ამ რისკის დაზღვევა და სამედიცინო დაწესებულებებში რეალურად არსებული მდგომარეობის შემოწმებაა.

„კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი - სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება, რომელიც უფრო მოქნილს გახდის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების შორის ურთიერთობას. ესეც მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორც კი კლინიკა გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევებს, სამინისტრო მისცემს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. დღეს, კანონში მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების მექანიზმია, რომლის აღდგენა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია“ - განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომელსაც ასევე შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.

„მნიშვნელოვანია, სამედიცინო დაწესებულებები იყოს შესაბამისად აღჭურვილი და აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებს შესთავაზებს“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics