22:30 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 17:28:15, 698 ნახვა

საზოგადოება
მერია - მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 189 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. კერძოდ, დასრულდა და მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, რაც ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების განახლების პროცესში გამგეობის თანადგომას გულისხმობს; ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების პროგრამა, ასევე კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული პროექტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 189 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 23 მისამართზე - 30 771 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა, 6 მისამართზე კი - 10 372 კვ. მ ფართობზე სამუშაო მიმდინარეობს. სკვერების მოწყობა - 4 მისამართზე ხორციელდება, 9 მისამართზე კი პროექტები დაგეგმილია. რაც შეეხება სპორტულ მოედნებს, 2 სტადიონი ეწყობა, 3 მისამართზე კი სამუშაო დაგეგმილია. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, მოეწყო და ეწყობა 3 დამცავი კედელი, დაგეგმილია კიდევ 2, 9 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და მოპირკეთდა.

„გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა. სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 117 მისამართზე განხორციელდა. საუბარია ლიფტების, მრავალბინიანი სახლების გადახურვის, წყალარინების ქსელების რეაბილიტაციაზე, ასევე კიბეების, კარის, სართულშუა ნაპრალების განახლებაზე და აივნების გამაგრებაზე.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა ეკისრებათ მესაკუთრეებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics