|
2023-06-22 13:30:16, 604 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ოპოზიციური ტელეკომპანიები
ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, "ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან". „ეს რეალობაა, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, არის პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ასევე არიან ჩართული მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)