|
2023-06-21 19:36:45, 981 ნახვა
საზოგადოება
„ხვალიდან ჭიათურელი დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და შიმშილობას ისინიც დაიწყებენ“ - მაღაროელების პროტესტის მე-16 დღე
ხვალიდან ჭიათურელი მოშიმშილეების დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და ისინიც დაიწყებენ შიმშილობას. ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნები უცვლელია :
როგორც მაღაროელები აცხადებენ მათი შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ სამართლიანი მოთხოვნები არ შესრულდება. "ყველამ კარგად იცოდეს, ვიწყებთ შიმშილობას და ეს შიმშილობა იქნება უვადო, ვიდრე ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება მიღწეული", - განაცხადეს მაღაროელებმა. ამასთან ერთად ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი დღეს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, 35 წლის გიორგი მარუაშვილს ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა აქვს. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან. 16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. 19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)