07:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 15:27:33, 745 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონი მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული, დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით

დეოლიგარქიზაციის კანონი მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული, დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიციას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, უმრავლესობის წევრები ამ კვირაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით გეგმავდნენ.

"ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით.

ყველა შემთხვევაში დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, 13 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მანამდე კი, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics