07:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 13:14:13, 716 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი - ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პირობების მხოლოდ 25% აქვს შესრულებული ანუ 75% ჰაერშია

ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პირობების მხოლოდ 25% აქვს შესრულებული ანუ 75% ჰაერშია,- ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს.

იოზვიაკის თქმით, ევროკომისია ასევე უთითებს, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს ყველაზე ნაკლები წინსვლა აქვს.

"ეს არის შუალედური ანგარიში და ეს ნიშნავს, რომ გზის ნახევარი უკვე გავლილია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ისევ გაქვთ საქმე გასაკეთებელი. ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პირობების მხოლოდ 25% აქვს შესრულებული ანუ 75% ჰაერშია. ევროკომისია ამბობს, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს ყველაზე ნაკლები წინსვლა აქვს და მათ უფრო მეტი პროგრესი.თუ მაგალითად, მედიის საკითხს მოვიყვანთ, შუალედურ დასკვნაში წერია, რომ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია. დანარჩენ პუნქტებზე წერია, რომ ნაწილობრივი პროგრესია, ეს კი ნახევარზე ნაკლებს ნიშნავს. საქართველო რომ სტუდენტი იყოს, საშობაო არდადეგებზე არ გაუშვებდნენ და მთელი არდადეგები სამუშაო ექნებოდა... დღეს ელჩები ნახავენ ამ დოკუმენტს, ხვალ კი მინისტრები. ოფიციალური პირები, რომლებსაც ვესაუბრები ხოლმე, ხედავენ, რომ უკრაინა და მოლდოვა მართლაც რაღაცას აკეთებენ, საქართველოს შემთხვევაში კი, უფრო მეტი კითხვები ჩნდება",- განაცხადა იოზვიაკმა.

მისივე თქმით, "შეიძლება საქართველომ მიიღოს სტატუსი დამატებითი პირობებით, მწვანე შუქი, მაგრამ ეს თავისი არსით მწვანე არ იქნება".

ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ მოხსენებას 21-22 ივნისს წარადგენს. 

ზეპირი ანგარიში ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში 21 ივნისს, ხოლო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სტოკჰოლმში 22 ივნისს წარედგინებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics