12:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 12:40:54, 800 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მისმა ლობისტებმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ბოდიში უნდა მოიხადონ

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და სამარცხვინო გამოსვლებისა, ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, „ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს“.

„სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში და მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა, ამის შემდეგ რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია  აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე  უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელწმიფოს და ჩვენს საზოგადოებას. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც არავის არ მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები. ამდენი ხნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ მიიღო  უარი სტრასბურგის სასამართლოდან, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაცია და სიმულაციები, ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მგონი საზოგადოების არცერთ წევრს დღეს უკვე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ კითხვები აღარ რჩება. სააკაშვილის თემაზე მე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ერთი პასუხი მინდა ვთქვა.  ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, ყოფილი წარმომადგენლები და ლობისტები და ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც იცავდნენ მის ამ სპექტაკლს, მე ვფიქრობ, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში. ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, რომ ჩვენ მოვწამლეთ, ვაწამებთ, მოვკალით, გადარჩა, ამ ყველაფერზე, ამ დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი, მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics